ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — მილანმა ახალი მცველი დაიმატა

შეთანხმება შედგა — მილანმა ახალი მცველი დაიმატა
თარიღი 22 Jul 2025, 13:57
შეთანხმება შედგა — პერვის ესტუპინიანი ბრაიტონიდან კარიერას მილანში გააგრძელებს.

მილანი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 19 მილიონ ევროს გადაიხდის.

ეკვადორელი ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გაფრინება იტალიაში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და ახალ კონტრაქტს მოაწერს ხელს.

27 წლის მცველი ბრაიტონის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 104 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემის მითვლაც შეძლო.