შეთანხმება შედგა — მილანმა ახალი მცველი დაიმატა

შეთანხმება შედგა — ზაქარი ატეკამე იანგ ბოიზიდან კარიერას მილანში გააგრძელებს.
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, 20 წლის შვეიცარიელი მცველი უახლოეს დღეებში გაემგზავრება იტალიაში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტაქტს მოაწერს ხელს. "როსონერი" ახალგაზრდა ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €10 მილიონს გადაიხდის.
ზაქარი ატეკამე იანგ ბოიზის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა. მან გუნდის შემადგენლობაში, 1 გოლი გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.