შეთანხმება შედგა — ნაპოლი ბრაზილიელ თავდამსხმელს იმატებს

რამდენიმედღიანი მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა — ჯიოვანე ვერონადან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს. 22 წლის ბრაზილიელი თავდამსხმელი ნეაპოლში უახლოეს საათებში ჩავა, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და 4.5-წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს. პარტენოპეი ტრანსფერში დაახლოებით 20 მილიონ ევროს გადაიხდის.
ლორენცო ლუკას წასვლის შემდეგ, ანტონიო კონტეს შეტევის გაძლიერება სურდა. განიხილებოდა სხვა ვარიანტებიც და ბრაზილიელის მიმართ ინტერესს სხვა კლუბებიც იჩენდნენ, თუმცა, ნეაპოლელებმა კონკურენტებს აჯობეს და არჩევანი საბოლოოდ ჯიოვანეზე შეაჩერეს.
ცნობისთვის, ჯიოვანე „ვერონას“ 2025 წელს შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან 23 მატჩში მიიღო მონაწილეობა, რა დროშიც 3 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა შეასრულა. კლუბი ტრანსფერს ოფიციალურად უახლოეს საათებში დაადასტურებს.