ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ნაპოლი გაძლიერებას აგრძელებს

შეთანხმება შედგა  — ნაპოლი გაძლიერებას აგრძელებს
თარიღი 07 Jul 2025, 11:23
შეთანხმება შედგა — დანიელი ფეხბურთელი, ნოა ლანგი პსვ-დან კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს.

ნიდერლანდური გუნდი ნაპოლისგან ფეხბურთელის სანაცვლოდ 28 მილიონ ევროს მიიღებს.

რაც შეეხება თავად ფეხბურთელს, მისი წლიური ანაზღაურება 2.8 მილიონი ევრო იქნება.

ნოა ლანგი იტალიაში უახლოეს დღეებში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც კონტრაქტს მოაწერს ხელს.

ლანგი პსვ-ს ღირსებას 2023 წლიდან იცავდა. მან გუნდის შემადგენლობაში 63 მატჩი ჩაატარა, 19 გოლი გაიტანა და 14 საგოლე გადაცემა გააკეთა.