შეთანხმება შედგა — ნაპოლი ცენტრალურ თავდამსხმელს იმატებს

სერია ა-ს მოქმედი გამარჯვებული, ნაპოლი ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე გაძლიერებას აგრძელებს და ფორვარდს იმატებს.
იტალიური მედიის ცნობით, მანჩესტერ იუნაიტედის შემტევი, რასმუს ჰოილუნი კარიერას ნაპოლიში გააგრძელებს — მხარეები იჯარაზე და გამოსყიდვის უფლებაზე შეთანხმდნენ.
შეგახსენებთ, რომ 22 წლის ნორვეგიელს იტალიაში თამაში გამოცდილება აქვს. მანჩესტერ იუნაიტედში გადასვლამდე ის ატალანტას ღირსებას იცავდა და იტალიურმა კლუბმა მის სანაცვლოდ 75 მილიონი ევრო მიიღო.