ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ნიკო უილიამსი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს

შეთანხმება შედგა — ნიკო უილიამსი კარიერას ბარსელონაში გააგრძელებს
თარიღი 19 Jun 2025, 12:03
ბარსელონამ ბილბაოს ატლეტიკთან შეთანხმებას მიაღწია და ნიკო უილიამსი უახლოეს დღეებში კატალონიური გრანდის ფეხბურთელი გახდება.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრანსფერის ყველა დეტალი შეთანხმებულია და 22 წლის ფეხბურთელი ბარსელონასთან 6 წლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს.

შეგახსენებთ, რომ ნიკო უილიამსი ბილბაოს ატლეტიკში 2020 წლიდან ირიცხება და კლუბის მაისურით ჩატარებულ 167 შეხვედრაში 31 გოლთან ერთად 30 ასისტი აქვს გაფორმებული.