შეთანხმება შედგა — ნოტინგემ ფორესტმა ნაპოლის შემტევი დაიმატა

ტრანსფერი დაიხურა — ლორენცო ლუკა ნაპოლიდან კარიერას ნოტინგემ ფორესტში გააგრძელებს. 25 წლის იტალიელ ფორვარდს ინგლისში უკვე ელოდებიან, სადაც ახალ კლუბში სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ნოტინგემ ფორესტი ლორენცო ლუკას 6-თვიანი იჯარით დაიმატებს, თუმცა ინგლისურ კლუბს ფეხბურთელის გამოსყიდვა სეზონის ბოლოს დაახლოებით 38-40 მილიონ ევროდ შეეძლება.
ლორენცო ლუკა ანტონიო კონტეს გეგმებში არასდროს შედიოდა, შესაბამისად, "პარტენოპეი" მის გაშვებაზე რამდენიმე კვირის განმავლობაში მუშაობდა. საქმეში იყვნენ იტალიური კლუბებიც, მათ შორის ყველაზე მეტად კი პიზა აქტიურობდა, თუმცა მას შემდეგ, რაც საქმეში ნოტინგემ ფორესტი ჩაერთო, ფეხბურთელმა უპირატესობა ინგლისურ კლუბს მიანიჭა და გარიგებაც დაიხურა.
ლორენცო ლუკა ნაპოლიში 2025 წლის ზაფხულში გადაბარგდა. იტალიელმა ფორვარდმა ნახევარ სეზონში 23 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავის გამოჩენა კი მხოლოდ ორი გატანილი გოლით მოახერხა.
ლორენცო ლუკა ნაპოლიში 2025 წლის ზაფხულში გადაბარგდა. იტალიელმა ფორვარდმა ნახევარ სეზონში 23 მატჩის ჩატარება მოასწრო, თავის გამოჩენა კი მხოლოდ ორი გატანილი გოლით მოახერხა.

