ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ნუნიესის ახალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — ნუნიესის ახალი კლუბი ცნობილია
თარიღი 07 Aug 2025, 11:56
შეთანხმება შედგა — დარვინ ნუნიესი ლივერპულიდან კარიერას ალ ჰილალში გააგრძელებს.

მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ურუგვაელი თავდამსხმელი უახლოეს დღეებში გაემგზავრება საუდის არაბეთში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კლუბთან 3-წლიან კონტრაქტს გააფორმებს.

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით €60-65 მილიონ მიიღებს.

ნუნიესი "მერსესაიდელთა" ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 143 მატჩი ჩაატარა, 40 გოლი გაიტანა და 26 საგოლე გადაცემა მიითვალა.