ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ქარიმ ბენზემას მომავალი კლუბი ცნობილია

შეთანხმება შედგა — ქარიმ ბენზემას მომავალი კლუბი ცნობილია
თარიღი 03 Feb 2026, 00:15
შეთანხმება შედგა — ქარიმ ბენზემა ალ-იტიჰადიდან კარიერას ალ-ჰილალში გააგრძელებს.

მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია, ფრანგ ფორვარდს ახალ კლუბში უკვე ელოდებიან, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.

ბენზემა ალ-იტიჰადის ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 83 მატჩში, გაიტანა 54 გოლი და 17 საგოლე გადაცემის მითვლაც შეძლო.