შეთანხმება შედგა - რაიან შერკი კარიერას პრემიერ ლიგაში გააგრძელებს

ფრანგი ფეხბურთელი, რაიან შერკი კარიერას მანჩესტერ სიტიში გააგრძელებს.
ლიონი ფეხბურთელის სანაცვლოდ €35 მილიონს მიიღებს. რაიანი ინგლისურ გუნდთან 5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
ასევე, ფრანგი შემტევი სიტის მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზეც დაეხმარება.
21 წლის ფეხბურთელი, ლიონის აღზრდილია, ხოლო მისი დებიუტი მთავარ გუნდში 2020 წელს შედგა, შერკიმ ამ დროის განმავლობაში 212 მატჩის ჩატარება მოასწრო, სადაც 40 გოლის გატანა და 47 საგოლე გადაცემის გაკეთება შეძლო.