შეთანხმება შედგა — რეალმა ესპანელი მცველი დაიმატა

შეთანხმება შედგა — ალვარო კარერასი კარიერას რეალ მადრიდში გააგრძელებს.
ბენფიკა ფეხბურთელის სანაცვლოდ 50 მილიონ ევროს მიიღებს.
ალვარო უახლოეს დღეებში ესპანეთში გაემგზავრება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს.
კარერასი ბენფიკას 2024 წელს შეუერთდა, ამ დროის განმავლობაში მან გუნდის შემადგებლობაში 68 მატჩი ჩაატარა, 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.