შეთანხმება შედგა — რომა პრემიერ ლიგიდან მარჯვენა ვინგერს იმატებს

ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში რომა გაძლიერებას აგრძელებს და პრემიერ ლიგიდან მარჯვენა ვინგერს იმატებს.
ასტონ ვილას მარჯვენა გარემარბი, ლეონ ბეილი კარიერას იტალიურ გუნდში გააგრძელებს — მხარეებო კონტრაქტის ბოლო დეტალებს აგვარებენ.
შეგახსენებთ, რომ ლეონ ბეილი ასტონ ვილას ღირსებას 2021 წლიდან იცავდა და კლუბის მაისურით ჩატარებულ 144 შეხვედრაში 22 გოლთან ერთად 24 ასისტი გაიფორმა.