შეთანხმება შედგა — რომამ ახალი ბრაზილიელი მცველი დაიმატა

შეთანხმება შედგა — უესლი ფლამენგოდან კარიერას რომაში გააგრძელებს.
მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალის შეთანმებულია, ბრაზილიელი ფეხბურთელი იტალიაში უახლოეს დღეებში გაფრინება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს.
ბრაზილიური გუნდი ფეხბურთელის სანაცვლოდ დაახლოებით 30 მილიონ ევროს მიიღებს.
21 წლის ბრაზილიელი მცველი ფლამენგოს ღირსებას 2023 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 136 მატჩი ჩაატარა, 4 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.