შეთანხმება შედგა — რომამ ახალი შემტევი დაიმატა

შეთანხმება შედგა — ევან ფერგიუსონი კარიერას ბრაიტონიდან რომაში გააგრძელებს.
მხარეებმა გარიგების ყველა დეტალი შეათანხმეს. უახლოეს დღეებში ირლანდიელი ფეხბურთელი იტალიაში გაფრინდება, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს ხელს მოაწერს. ბრაიტონსა და რომას შორის ერთწლიანი საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდება. იტალიურ გრანდს ფეხბურთელის გამოსყიდვის შესაძლებლობა სეზონის ბოლოს 40 მილიონ ევროდ ექნება.
ფერგიუსონი ბრაიტონის ღირსებას 2022 წლიდან მოყოლებული იცავდა. მან გუნდის შემადგენლობაში 80 მატჩი ჩაატარა, 17 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა.
შეგახსენებთ, რომ ევანმა გასული სეზონის მეორე ნახევარი ვესტ ჰემში გაატარა, სადაც 8 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავის გამოჩენა ვერცერთ შეხვედრაში ვერ შეძლო.