შეთანხმება შედგა — ტიაგო სილვა ევროპაში ბრუნდება

ვეტერანმა ცენტრალურმა მცველმა, ტიაგო სილვამ ფლუმინესე დატოვა და ევროპაში ბრუნდება — მხარეებმა შეთანხმებას მიაღწიეს.
გავრცელებული ინფორმაციით, 41 წლის ბრაზილიელი პორტუსთან 6 თვიან კონტრაქტს გააფორმებს და სეზონის ბოლოს, მხარეები ხელშეკრულების 1 წლით გაგრძელებაზე იმსჯელებენ.
შეგახსენებთ, რომ ტიაგი სილვამ ევროპა 2024 წელს დატოვა და ამ დრომდე ფლუმინესეში თამაშობდა. ბრაზილიელი ცენტრალური მცველისთვის ბოლო ევროპული კლუბი ლონდონის ჩელსი იყო.

