ავტორიზაცია

შეთანხმება შედგა — ტოტენჰემი ბაიერნიდან ნახევარმცველს იმატებს

შეთანხმება შედგა — ტოტენჰემი ბაიერნიდან ნახევარმცველს იმატებს
თარიღი 01 Aug 2025, 13:31
შეთანხმება შედგა — ჟოაო პალინია მიუნხენის ბაიერნიდან კარიერას ლონდონის ტოტენჰემში გააგრძელებს.

მხარეებს შორის გარიგების ყველა დეტალი შეთანხმებულია. ფეხბურთელი უახლოეს დღეებში გაემგზავრება ინგლისში, სადაც სამედიცინო შემოწმებას გაივლის და კონტრაქტს მოაწერს ხელს. 30 წლის ნახევარმცველი ტოტენჰემს იჯარის წესით შეუერთდება, ხოლო ლონდონურ კლუბს მისი გამოსყიდვა 30 მილიონ ევროდ შეეძლება.

პორტუგალიელი ბაიენის ღირსებას 2024 წლიდან მოყოლებული იცავდა, მან გუნდის შემადგენლობაში 25 მატჩი ჩაატარა, თუმცა თავი ვერც ერთ შეხვედრაში ვერ გამოიჩინა.