შეთანხმება შედგა — ვიქტორ ოსიმენის ახალი კლუბი ცნობილია

ვიქტორ ოსიმენის გარშემო შექმნილი სატრანსფერო საგა დასასრულს უახლოვდება — ფეხბურთელი რამდენიმე დღეში ახალ კლუბში გადავა.
იტალიური მედიის ცნობით, 26 წლის ნიგერიელმა ალ ჰილალთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია და არაბულ გუნდთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს. მისი ანაზღაურება სეზონში 35 მილიონი ევრო და ბონუსები იქნება.
შეგახსენებთ, რომ ვიქტორ ოსიმენმა გასული სეზონი იჯარის წესით გალათასარაიში გაატარა და ჩატარებულ 41 შეხვედრაში 37 გოლთან ერთად 8 საგოლე გადაცემა გაიფორმა.