შეთანხმება თითქმის მიღწეულია - ხამესი და მარსელო სავარაუდოდ კვლავ თანაგუნდელები გახდებიან
ხამეს როდრიგესმა კარიერა შესაძლოა საბერძნეთის ჩემპიონატში გააგრძელოს.
როგორც ფაბრიციო რომანო იტყობინება, „რეალის“ და „ბაიერნის“ ექს-ნახევარმცველი „ოლიმპიაკოსში“ გადასვლასთან არის ახლოს. დღეს, კოლუმიბელი საბერძნეთში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
ამჟამად, 31 წლის ფეხბურთელი ყატარის „ალ-რაიანში“ ასპარეზობს, კლუბები იჯარის შეთანხმებასთან ძალიან ახლოს არიან და ყველაფერი იმისკენ მიდის, რომ ხამესი „ოლიმპიაკოსთან“ საიჯარო ხელშეკრულებას დღესვე გააფორმებს.
მიმდინარე სეზონში ხამესმა ყატარის ჩემპიონატში ერთი თამაში ჩაატარა. საინტერესოა, რომ ხამესი „ოლიმპიაკოსში“ მარსელოს თანაგუნდელი იქნება, რომელთან ერთადაც მადრიდის „რეალში“ რამდენიმე წლის მანძილზე თამაშობდა.
ბრაზილიელი ლეგენდა „ოლიმპიაკოსში“ 1+1 წლიანი კონტრაქტით გადავიდა, მას შემდეგ, რაც „რეალთან“ კონტრაქტი ამოეწურა.