ავტორიზაცია

შინჯი კაგავა მორიგი გუნდიდან ბოდიშის მოხდით წავიდა

შინჯი კაგავა მორიგი გუნდიდან ბოდიშის მოხდით წავიდა
თარიღი 04 Jan 2022, 20:17

„მანჩესტერ იუნაიტედის“ და დორტმუნდის „ბორუსიას“ ექს-ნახევარმცველმა, იაპონელმა შინჯი კაგავამ ბერძნული „პაოკი“ დატოვა.

კლუბმა კაგავას კონტრაქტი გაუწყვიტა, თავად იაპონელმა კი გულშემატკივრებს „გაუმართლებელი იმედების“ გამო მოუბოდიშა.

„პაოკის ძვირფასო გულშემატკივრებო, ფეხბურთელებო და წარმომადგენლებო. ბოდიშს ვიხდი, რომ თქვენი მოლოდინი ვერ გავამართლე.

თქვენი მხარდაჭერის გამო ძალიან მადლიერი ვარ. ყველაფერ საუკეთესოს გისურვებთ და მადლობა.“ - წერს კაგავა „ტვიტერში“.

სინძი კაგავა - „სერესო ოსადას“ აღზრდილია, საიდანაც 2010 წელს დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა. 2012 წელს ის „მან იუნაიტედმა“ შეიძინა, სადაც მან ორი სეზონი გაატარა და გერმანულ გუნდში დაბრუნდა.

„პაოკამდე“ კაგავას ბოლო გუნდი „სარაგოსა“ იყო, რომელიც მან 2020 წლის ოქტომბერში დატოვა.