ავტორიზაცია

შირერმა პრემიერ ლიგის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა

შირერმა პრემიერ ლიგის ორი მთავარი ფავორიტი დაასახელა
თარიღი 11 ოქტ 2023, 12:55
"ნიუკასლის" ყოფილმა თავდამსხმელმა ალან შირერმა ისაუბრა იმაზე, თუ რომელ კლუბებს თვლის ინგლისის პრემიერ ლიგის მიმდინარე სეზონის მთავარ ფავორიტებად.

"არ მომწონს, როგორ თამაშობს ლივერპული დაცვაში. იურგენ კლოპის შეგირდები შესაძლოა გარკვეული დროით იყვნენ ლიდერთა შორის, მაგრამ საბოლოოდ ჩემპიონობის ტიტულისთვის მანჩესტერ სიტი და არსენალი იბრძოლებენ. ეს იქნება ორ გუნდს შორის დაპირისპირება“, - განაცხადა შირერმა.

ინგლისის ჩემპიონატის რვა ტურის შედეგების მიხედვით, ლონდონის "ტოტენჰემი" პირველ ადგილს იკავებს. მეორე ადგილზე "არსენალია", მესამეზე კი მანჩესტერ "სიტი".