შოთა არველაძის სახელი დაუკავშირეს გუნდს, რომლის ვიცე-პრეზიდენტი მისი ძმა, აჩია
Sporx.com-ის თანახმად, ტაშკენტის "ფახთაქორის" ყოფილ მთავარ მწვრთნელს, შოთა არველაძეს კიდევ ერთი საინტერესო მსურველი ჰყავს.
ქართველი სპეციალისტით დაინტერესებულია "ფათიჰ კარაგიუმრიუკი", რომელიც ამჟამად თურქეთის სუპერლიგაში მერვე ადგილზე არის.
რა ვიცით სტამბოლური გუნდის შესახებ? კლუბის ვიცე-პრეზიდენტი არჩილ არველაძეა, შემადგენლობაში კი ირიცხება რევაზ არველაძის შვილი, ვატო.
ამის გარდა, თურქულ გუნდში შევხვდებით ლუკას ბილიას, ფაბიო ბორინის, ჟერმეინ ლენსსა და კიდევ არაერთ ცნობილ მოთამაშეს.
აქვე დავამატებთ, რომ "შავ-წითლები" თურქული ფეხბურთის უმაღლეს დივიზიონში მიმდინარე სეზონის წინ აღზევდნენ.