"შოთის აქვს შემოთავაზება 3 ქვეყნიდან, მათ შორის ცნობილი ნიდერლანდური კლუბიდან", - აჩი არველაძე
პირველ არხზე გადაცემა "ტაიმაუტის" სტუმარი გახლდათ არჩილ არველაძე, სადაც მან თავისი ძმის, შოთა არველაძის სამწვრთნელო საქმიანობის შესახებ ისაუბრა:
"შოთის შემოთავაზებები აქვს ნიდერლანდებიდან, თურქეთიდან და ყატარიდან. ახლა ევროპაში ჩემპიონატები ნელნელა უკვე დასასრულისკენ მიდის და გადაწყვეტილებას მიღებას ის ჯერჯერობით არ ჩქარობს.
თუ შოთიმ აირჩია ყატარული ვარიანტი, სავარაუდოდ, სამწვრთნელო საქმიანობას აპრილში დაუბრუნდება. ნიდერლანდებინაც სერიოზული ინტერესია.
საუბარია ალკმაარზე, ამ გუნდს მომავალ შესაძლო მწვრთნელებს შორის ერთ-ერთი კანდიდატი შოთაც არის", - განაცხადა ქართველმა ვეტერანმა.
შეგახსენებთ, 48-წლის სპეციალისტის უკანასკნელი გუნდი იყო ტაშკენტის "ფახთაქორი", რომელსაც მან ხუთი ტიტული მოაგებინა.