შტუტგარტი ლივერპულის გოლკიპერ კარიუსით ინტერესდება

"შტუტგარტმა" შეიძლება ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ლივერპულის" მეკარე, ლორის კარიუსი იყიდოს, წერს Berliner-Kurier.
გავრცელებული ინფორმაციით, "შვაბები" 27 წლის გერმანელს გუნდის ამჟამინდელი პირველი ნომრის, გრეგორ კობელის შემცვლელად განიხილავენ, რომელიც სეზონის ბოლოს კლუბს დატოვებს.
2020/21 წლების სეზონში კარიუსი იჯარით "უნიონის" ღირსებას იცავს, სადაც 5 მატჩი ჩაატარა და 4 გოლი გაუშვა.
Transfermarkt-ის ვერსიით, კარიუსის სატრანსფერო ფასი 2 მილიონ ევროს შეადგენს.