ავტორიზაცია

შტუტგარტს არსენალიდან იჯარით დამატებული მცველის შენარჩუნება სურს

შტუტგარტს არსენალიდან იჯარით დამატებული მცველის შენარჩუნება სურს
თარიღი 09 მაი 2021, 21:23

"შტუტგარტის" სპორტულმა დირექტორმა, სვენ მისლინტატმა განაცხადა, რომ "არსენალიდან" იჯარით დამატებული მცველის, კონტანტინოს მავროპანოსის შენარჩუნება უნდა.

"არსენალთან" კარგი ურთიერთობა გვაქვს. საიჯარო ხელშეკრულების გახანგრძლივება გვსურს. ფეხბურთელის შესყიდვა ჩვენს კლუბში არსებული ამჟამინდელი სიტუაციის გათვალისწინებით რთულია", - ციტირებს მისლინტატის სიტყვებს Kicker.

მავროპანოსი "შტუტგარტში" იჯარით 2020 წლის ზაფხულში გადავიდა. 23 წლის ბერძენმა გერმანული გუნდის მაისურით 21 მატჩი ჩაატარა.

Transfermarkt-ის ვერსიით, "მეთოფეთა" საკუთრებაში მყოფი უკანახაზელის სატრანსფერო ღირებულება 6 მილიონ ევროს შეადგენს.