შვედეთის ნაკრების ექს-ფეხბურთელმა კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა
რუსული „კრასნოდარის“, „ჰელსინბორგის“, „გრონინგენის“, „ჯენოას“ და „უიგანის“ ექს-ფეხბურთელმა, შვედმა ანდრეას გრანქვისტმა საფეხბურთო კარიერა 36 წლის ასაკში დაასრულა.
ამის შესახებ მან ოფიციალურად სოციალური ქსელების მეშვეობით გამოაცხადა.
გრანქვისტის უკანასკნელი გუნდი „ჰელსინბორგი“ იყო, რომელშიც ის კარიერას იწყებდა.
საფეხბურთო კარიერის ლომის წვლილი ანდრეასმა „კრასნოდარში“ გაატარა, რომლის მაისურითაც 181 მატჩის ჩატარება მოასწრო.
შვედეთის ნაკრების მაისური გრანქვისტმა 87 შეხვედრაში მოირგო და 9 გოლის გატანა მოახერხა.