სიახლეები შუქურაში: გუნდმა 3 ფეხბურთელი დაიმატა

სეზონის დაწყების წინ, ქობულეთის “შუქურამ” მთავარი მწვრთნელის პოსტზე უჩა სოსიაშვილი დანიშნა.
გუნდმა შეკრება თბილისში დაიწყო და საშინაო მატჩებს ბათუმში, ანგისას ბაზაზე ჩააატარებს.
Goal.ge-ს ინფორმაციით აჭარლებმა 3 ფეხბურთელი - ალექსანდრე ანდრონიკაშვილი, ლუკა ასათიანი და ლევან ქურდაძე დაიმატეს.
ქურდაძე ბოლოს “სამგურალში” თამაშობდა, ანდრონიკაშვილი “ლოკომოტივში”, ასათიანი კი “სიონის” ღირსებას იცავდა.