სილვიო ბერლუსკონის გუნდი იკარდის საინტერესო შეთავაზებით იწვევს

სერია ა-ში გადმოსული „მონცა“ „პსჟ-ს“ ფორვარდს, მაურო იკარდის უმიზნებს.
La Gazzetta dello Sport-ის ინფორმაციით, 29 წლის არგენტინელის ტრანსფერის დასაჩქარებლად, სერია ა-ს ახალწვეული კლუბი ფეხბურთელის აგენტს და მეუღლეს, ვანდა ნარას ტელევიზიაში საკუთარ გადაცემას სთავაზობს.
2018 წლიდან „მონცას“ „მილანის“ ექს-მმართველები სილვიო ბერლუსკონი და ადრიანი გალიანი მართავენ, რა პერიოდშიც კლუბმა რამდენიმე დივიზიონით ამაღლება მოახერხა და წელს სერია ა-შიც გადმოვიდა.
ბერლუსკონი ასევე არის ტელეკომპანია Mediaset-ის მთავარი აქციონერიც, რომელთან ერთადაც ვანდამ კონტრაქტი ორჯერ გააფორმა.
ამ ეტაპზე იკარდის ტრანსფერის მთავარი პრობლემა - მისი ხელფასია „პსჟ-ში“, ის წლიურად 10 მილიონ ევროს იღებს, რის გადახდასაც იტალიური გუნდი, ბუნებრივია, ვერ შეძლებს.