ავტორიზაცია

სიმონე ინძაგი ინგლისური კლუბის რადარზე გამოჩნდა

სიმონე ინძაგი ინგლისური კლუბის რადარზე გამოჩნდა
თარიღი 01 Oct 2024, 14:21
ბრიტანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, სიმონე ინძაგის ვარიანტს მანჩესტერ იუნაიტედის ხელმძღვანელობა სერიოზულად განიხილავს.

daily express sport-ის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ ერიკ ტენ ჰაგს გუნდიდან გაუშვებენ, მისი შეცვლის მთავარი კანდიდატი სწორედ სიმონე ინძაგი იქნება.

ინგლისის პრემიერ ლიგის წლევანდელ სეზონში, მანჩესტერ იუნაიტედმა 6 ტურის შემდეგ მხოლოდ 7 ქულა მოაგროვა და სატურნირო ცხრილში მე-13 ადგილზე იმყოფება.