ავტორიზაცია

სიმონე ინძაგი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს

სიმონე ინძაგი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
თარიღი 04 Jun 2025, 14:40
სიმონე ინძაგი მილანის ინტერის მთავარი მწვრთნელის პოსტს ტოვებს და კარიერას საუდის არაბეთში, კერძოდ ალ ჰილალში გააგრძელებს.

იტალიური მედიის ცნობით, 49 წლის სპეციალისტმა არაბულ კლუბთან შეთანხმებას მიაღწია და კონტრაქტს 2027 წლამდე გააფორმებს. მისი ანაზღაურება კი სეზონში 26 მილიონი ევრო იქნება.

შეგახსენებთ, რომ სიმონე ინძაგი ინტერში 2021 წლიდან მუშაობდა და კლუბმა მისი თავკაცობით სამჯერ იტალიის სუპერთასი, ორჯერ იტალიის თასი და ერთხელ სკუდეტო მოიგო.