სირიგუ შესაძლოა სერია ა-ს სხვა კლუბში გადაბარგდეს

"ტორინოს" გოლკიპერი, სალვატორე სირიგუ მიმდინარე სატრანსფერო ფანჯარაზე სხვა კლუბში გადასვლასთან ახლოს არის, წერს Sky Italy.
როგორც აღინიშნება, გამოცდილი გოლკიპერი უახლოეს პერიოდში შეიძლება "ჯენოაში" გადაბარგდეს.
გასულ სეზონში 34 წლის იტალიელმა "ტორინოს" მაისურით 32 მატჩი ჩაატარა, 62 გოლი გაუშვა და კარი მშრალად 7-ჯერ შეინახა.
ცნობისთვის, სირიგუმ "სკუადრა აძურასთან" ერთად 2020 წლის ევროპის ჩემპიონატი მოიგო.