ავტორიზაცია

"სირცხვილია, არც თამაში გვინდოდა, არც ბურთის ფლობა", - ობლაკი ბარსელონასთან მარცხზე

"სირცხვილია, არც თამაში გვინდოდა, არც ბურთის ფლობა", - ობლაკი ბარსელონასთან მარცხზე
თარიღი 05 დეკ 2023, 00:14
„ატლეტიკოს“ კიპერი იან ობლაკი „ბარსელონასთან“ თავისი გუნდის თამაშით უკმაყოფილო დარჩა.

გუშინ სტადიონ „მონტჟუიკზე“ გამართული მატჩი მასპინძელთა გამარჯვებით 1:0 დასრულდა.

„პირდაპირ კონკურენტთან მარცხი ძალიან მტკივნეულია. თამაში არც ისე კარგად დავიწყეთ, პირველი პრაქტიკულად მთლიანად დავკარგეთ.

ცოტათი მაინც ისე რომ გვეთამაშა, როგორც ბოლოში, უფრო მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა, თამაში ცუდად დავიწყეთ და დავისაჯეთ.

არ ვიცი, რატომ მოხდა ასე. ჩვენ მოსაგებად ვაპირებდით თამაშს. თუმცა, წარმოდგენა არ მაქვს რა დაგვემართა. არც თამაშის სურვილი გვქონდა, არც ბურთის ფლობის... ეს სირცხვილია. მეორე ტაიმის მსგავსად რომ გვეთამაშა, შანსი ნამდვილად გვექნებოდა.“ - აღნიშნა ობლაკმა.