ავტორიზაცია

სიტი მესის თაობაზე უკვე გეგმებს აწყობს - 3 სეზონი პრემიერ ლიგაში, შემდეგ კი MLS-ი

სიტი მესის თაობაზე უკვე გეგმებს აწყობს - 3 სეზონი პრემიერ ლიგაში, შემდეგ კი MLS-ი
თარიღი 26 აგვ 2020, 21:34
"ბარსელონას" თავდამსხმელმა, ლიონელ მესიმ შესაძლოა "მანჩესტერ სიტიში" სამი სეზონი გაატაროს.

როგორც ავტორიტეტული გამოცემა ESPN იტყობინება, ინგლისური კლუბის გეგმის მიხედვით, არგენტინელი 36 წლამდე ითამაშებს მათ რიგებში, შემდეგ კი კარიერას ფრენჩაიზის შვილობილ კლუბ "ნიუ იორკ სიტიში" გადავა კარიერის დასასრულებლად.

აქამდე ცნობილი გახდა, რომ მესიმ "ბარსას" ხელმძღვანელობას წასვლის სურვილის შესახებ ამცნო. გავრცელებული ცნობით, ლეოს დამატება "ინტერსაც" უნდა, მაგრამ თავად ფეხბურთელი "მანჩესტერ სიტის" ანიჭებს უპირატესობას, სადაც მისი ექს-მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა მუშაობს.

აქამდე, "ნიუ იორკ სიტიში" ისეთ ცნობილ ფეხბურთელებს უასპარეზიათ, როგორებიც დავიდ ვილია, ფრენკ ლამპარდი და ანდრეა პირლო არიან.