ავტორიზაცია

სიტიმ იუვენტუსს ნახევარმცველის შეძენა შესთავაზა

სიტიმ იუვენტუსს ნახევარმცველის შეძენა შესთავაზა
თარიღი 04 ნოე 2023, 01:13
„მანჩესტერ სიტი“ იმედოვნებს, რომ კელვინ ფილიპსი იანვარში იტალიაში გადავა.

Calciomercato-ს ინფორმაციით, „ქალაქელები“ ინგლისელ ნახევარმცველს სხვადასხვა კლუბებს სთავაზობენ და „იუვენტუსიც“ ამ კლუბებს შორის არის.

ტურინული გუნდი ნახევარდაცვის გაძლიერებას აპირებს და ფილიპსის ვარიანტსაც განიხილავს, თუმცა ამ ეტაპზე „ბიანკონერის“ უფროსობისთვის კელვინი დიდ ინტერესს ვერ იწვევს.

ამ სეზონში ფილიპსმა „სიტის“ მაისურით პრემიერ ლიგაში მხოლოდ 3 მატჩი ჩაატარა.