სიტიმ ტოტენჰემს ფინალი ბოლო წუთებზე მოუგო და ინგლისის ლიგის თასს ზედიზედ მეოთხედ დაეუფლა! [VIDEO]
ინგლისის ლიგის თასის ფინალურ მატჩში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდნენ.
აღნიშნული დაპირისპირება "ქალაქელთა" გამარჯვებით დასრულდა - 1:0.
როგორც მოსალოდნელი იყო, შეხვედრა პეპ გვარდიოლას შეგირდების უპირატესობით წარიმართა.
მანჩესტერულმა კლუბმა ტიტულის მომტანი გოლი მატჩის მიწურულს გაიტანა - 82-ე წუთზე, თავი მცველმა, აიმერიკ ლაპორტმა გამოიჩინა, საგოლე პასი კი, რა გასაკვირია, კევინ დე ბრუინმა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ "მანჩესტერ სიტიმ" ინგლისის ლიგის თასი ზედიზედ მეოთხედ მოიგო.
ვიდეომიმოხილვა