ავტორიზაცია

სიტის ექს-იურისტი: "ევერტონის სასჯელის ფონზე ვხედავთ, რომ ქალაქელებს და ჩელსის პრემიერ ლიგიდან გაგდება ემუქრებათ"

სიტის ექს-იურისტი: "ევერტონის სასჯელის ფონზე ვხედავთ, რომ ქალაქელებს და ჩელსის პრემიერ ლიგიდან გაგდება ემუქრებათ"
თარიღი 17 Nov 2023, 23:48
„მან სიტის“ და „ჩელსის“ პრემიერ ლიგიდან გაძევება ემუქრებათ, მიაჩნია იურისტს.

„სიტის“ ექს-კონსულტანტი სტეფან ბორსონი საუბრობს იმაზე, რომ პრემიერ ლიგის ფინანსური ფეირ-პლეის დარღვევისთვის, „ევერტონს“ 10 ქულა ჩამოაკლეს.

„არბიტრაჟის გადაწყვეტილებას არ გავცნობივარ, მაგრამ 10 ქულის დაკლება გადამეტებული მეჩვენება ასეთი დარღვევების ფონზე.

თუმცა, ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ „მან სიტის“ და „ჩელსის“ წინააღმდეგ წამოყენებული ბრალდებებიც თუ გამართლდა, ისინი შეიძლება კლასით დააქვეითონ.“ - აღნიშნა ბორსონმა.