სიტუაცია დაიძაბა: ჩიხურამ დინამო თბილისი სენსაციურად დაამარცხა [VIDEO]
![სიტუაცია დაიძაბა: ჩიხურამ დინამო თბილისი სენსაციურად დაამარცხა [VIDEO]](http://storage.goal.ge/uploads/posts/2020-11/1606765071_128603702_1018107142036152_7094843746262667692_o.jpg)
ეროვნული ლიგის მე-17 ტურში ერთმანეთს საჩხერის "ჩიხურა" და "დინამო თბილისი" დაუპირისპირდნენ.
მე-17 წუთზე ანგარიში კახაბრიშვილმა გახსნა, რომელმაც აუღებელი დაარტყა და კვასხვაძის კარი აიღო.
ამის შემდეგ, "დინამო" გააქტიურდა და ანგარიშის გათანაბრებასაც ცდილობდა, თუმცა ამაოდ.
85-ე წუთზე "ჩიხურამ" მეორე გოლიც გაიტანა, თავი კიკაბიძემ გამოიჩინა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 2:0.
ამ გამარჯვებით, "ჩიხურამ" ფლეი-აუტის საგზური გაინაღდა, "დინამო თბილისსა" და "დინამო ბათუმს" შორის კი სიტუაცია კიდევ უფრო დაიძაბა.