სკანდალი ცუდად დამთავრდა - ანორთოსისმა კაჭარავა გუნდიდან გაუშვა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი ნიკა კაჭარავა იანვრის სატრანსფერო ფანჯრის დროს ანორთოსისს დატოვებს.
ამის შესახებ ანორთოსისის ოფიციალური ვებგვერდი იუწყება, მიზეზად კი იმ ვიდეოს ასახელებენ, რომელიც გუშინ სოციალურ ქსელში აპოელი-ომონიას თამაშიდან გავრცელდა.
"ნიკა კაჭარავასა და ანორთოსისის ხელმძღვანელობას შორის რამდენიმე წუთის წინ შეხვედრა შედგა. მიზეზი კი ის ვიდეო იყო, რომელიც გუშინ გავრცელდა, როცა გიორგი ქვილითაიას(აპოელის ფეხბურთელის) გოლით გახარებულ გურამ კაშიაზე ნიკა კაჭარავას ეღიმება.
ფეხბურთელმა აღიარა, რომ ეს არ იყო ლამაზი საქციელი და ბოდიში მოიხადა, თუმცა ამის მიუხედავად, კაჭარავა წყვეტს სავარჯიშო პროცესს ანორთოსისთან ერთად. ფეხბურთელსა და კლუბს შორის ამ ვიდეოს გამო ხელშეკრულება გაწყდება," - წერს kerkida.net.
ნიკა კაჭარავამ მიმდინარე სეზონში ანორთოსისის მაისურით 13-ჯერ ითამაშა, ერთხელ გაიტანა და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.