სკოტ პარკერმა შესაძლოა ბორნმუთი გაწვრთნას
"ფულემის" მთავარმა მწვრთნელმა, სკოტ პარკერმა ზაფხულში შეიძლება სამუშაო ადგილი შეიცვალოს.
როგორც Daily Mail იტყობინება, არ არის გამორიცხული, 40 წლის სპეციალისტმა ლონდონური გუნდი უახლოეს დღეებში დატოვოს.
პარკერით "ბორნმუთია" დაინტერესებული. სწორედ იგია "ალუბლების" თავკაცის პოსტზე დანიშვნის მთავარი კანდიდატი.
მოგეხსენებათ, 2020/21 წლების სეზონში "ფულემმა" პარკერის ხელმძღვანელობით პრემიერ ლიგაში მე-18 ადგილი დაიკავა და ჩემპიონშიპში გავარდა.
თავის მხრივ, "ბორნმუთი" ჩემპიონშიპში მე-6 პოზიციაზე გავიდა, მაგრამ ფლეი ოფში ორი მატჩის ჯამში "ბრენტფორდთან" დამარცხდა. გუნდს ჯონათან ვუდგეიტი ედგა სათავეში.