Sky Sports: მანჩესტერ იუნაიტედის გოლკიპერი პრემიერ ლიგის სხვა გუნდში გადადის

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" გოლკიპერი, დინ ჰენდერსონი კარიერას "ნოტინგემ ფორესტში" გააგრძელებს.
პრემიერ ლიგის ახალწვეულმა "ეშმაკუნებთან" 25 წლის ინგლისელის ორწლიანი იჯარა პრაქტიკულად შეათანხმა.
როგორც გავლენიანი ბრიტანული გამოცემა Sky Sports-ი წერს, "ნოტინგემს" მანიკუნიანელთა კარის დარაჯის შესყიდვა დაახლოებით 20 მილიონ ფუნტად შეეძლება.
მოგეხსენებათ, გასული სეზონი ჰენდერსონმა "მანჩესტერ იუნაიტედის" პირველი ნომრის, დავიდ დე ხეას დუბლიორის როლში ჩაატარა.
2021/22 წლების სეზონში ინგლისელმა კარის დარაჯმა ყველა ტურნირზე ერთად "ეშმაკუნების" ღირსება მხოლოდ 5 მატჩში დაიცვა და 7 გოლი გაუშვა.