სლოვანი გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს

ბრატისლავის სლოვანი გიორგი ჩაკვეტაძის დაბრუნებაზე მუშაობს - ინფორმაცია კლუბის მთავარმა მწვრთნელმა, ვლადიმერ ვაისმა დაადასტურა
სლოვაკური კლუბი 24 წლის ქართველი შემტევის დამატებას იანვარში, 6 თვიანი იჯარით ეცდება - მხარეებს შორის პირველი შეხვედრა უახლოეს დღეებში გაიმართება
შეგახსენებთ, რომ გიორგი ჩაკვეტაძე გენტის ფეხბურთელია, თუმცა, იჯარის წესით უოტფორდში თამაშობს და ჩატარებულ 16 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა გაიფორმა