სნუპ დოგი ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბის თანამფლობელი გახდა

ცნობილმა ამერიკელმა რეპერმა, სნუპ დოგმა ინგლისის ჩემპიონშიპის კლუბის აქციები შეიძინა და თანამფლობელი გახდა.
საუბარია სუონსი სიტიზე, რომელიც გასულ სეზონში ინგლისის რანგით მეორე ლიგაში ასპარეზობდა, 46 მატჩში 61 ქულა მოაგროვა და ასპარეზობა მე-11 ადგილზე დაასრულა.
სუონსი სიტი უელსური კლუბია, რომელიც შორეულ, 1912 წელს დაარსდა და 21 ათას გულშემატკივარზე გათვლილ სტადიონზე ასპარეზობს. სხვადასხვა დროს კლუბმა ინგლისის ლიგის თასი ერთხელ, ხოლო უელსის თასი 10-ჯერ მოიგო.