სოლდადომ გრანადასთან კონტრაქტი გაახანგრძლივა
"გრანადას" თავდამსხმელმა, რობერტო სოლდადომ კონტრაქტი გაახანგრძლივა, იტყობინება კლუბის ოფიციალური საიტი.
როგორც აღინიშნება, ახალი ხელშეკრულების თანახმად, 35 წლის ფეხბურთელი გუნდში 2022 წლის ზაფხულამდე დარჩება.
სოლდადომ მიმდინარე სეზონში "გრანადას" მაისურით ყველა ტურნირზე ერთად 42 მატჩი ჩაატარა, 14 გოლი გაიტანა და ორი შედეგიანი პასი გააკეთა.