"სომხებმა დაამტკიცეს თუ რას ნიშნავს ამ ქვეყნის მაისურის ტარება", - სომხეთის ნაკრების მწვრთნელი
მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩში სომხეთმა რუმინეთი მიიღო და მეტოქე 3:2 დაამარცხა.
შეხვედრის შემდეგ, სომეხთა გუნდის ესპანელმა სპეციალისტმა, ხოაკინ კაპაროსმა ისაუბრა.
"თავიდანვე ვიცოდით, რომ რთული გამოწვევა გველოდა. მოვხვდით ჯგუფში, სადაც არიან გუნდები, რომელთაც ფეხბურთში ისტორია დაწერეს.
ამრიგად, სომხეთის ნაკრების ფეხბურთელებმა დაამტკიცეს თუ რას ნიშნავს მათთვის ამ ქვეყნის ნაკრების მაისურის ტარება. უზომოდ მოხარული ვარ, რომ ამ შედეგს მივაღწიეთ.
ეს გამარჯვება ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ფანებსა და ფეხბურთელებს ეძღვნებათ", - განაცხადა კაპაროსმა.
VIDEO: სომხეთმა გერმანიას გაასწრო - სასწაული ქამბექი 2 წუთში და 9 ქულა 3 ტურში!