ავტორიზაცია

სონ ჰეუნ მინმა ნაკრებში ტრავმა მიიღო

სონ ჰეუნ მინმა ნაკრებში ტრავმა მიიღო
თარიღი 07 Sep 2021, 21:36

„ტოტენჰემ ჰოთსპურის“ შემტევმა სონ ჰეუნ მინმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩისთვის მზადების დროს ტრავმა მიიღო.

სამხრეთ კორეა უახლოეს შეხვედრაში ლივანს დაუპირისპირდება, თუმცა მატჩში მონაწილეობას გუნდის ლიდერი ვერ მოახერხებს.

„სონმა გუნდინდელი ვარჯიშის დროს მარჯვენა ფეხის კუნთში დისკომფორტი იგრძნო.

დღეს, ფეხბურთელს გამოკვლევა ჩაუტარდა, რომელმაც გაჭიმულობა დაუდგინა. ამიტომ, ის დღევანდელი მატჩის განაცხადში ვერ მოხვდა.“ - ნათქვამია სამხრეთ კორეის ოფიციალურ განცხადებაში.

პრემიერ ლიგის ახალ სეზონში სონმა „ტოტენჰემის“ მაისურით 3 მატჩში ითამაშა და 2 გოლის გატანა მოახერხა.

„ტოტენჰემი“ პრემიერ ლიგის ცხრილს 9 ქულით ლიდერობს, 11 სექტემბერს ნუნუ ეშპირიტუ სანტუს შეგირდები „კრისტალ პალასს“ დაუპირისპირდებიან.