სონი: "მუნდიალი ბევრი ბავშვის ოცნებაა, მათ შორის ჩემიც, ამიტომ მას არაფრის ფასად არ გამოვტოვებ"
სამხრეთ კორეის ნაკრების და „ტოტენჰემის“ ლიდერმა, სონ ჰიუნ მინმა განაცხადა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვებას არ აპირებს.
„მარსელთან“ ჩემპიონთა ლიგის მატჩში კორეელი მცველ შანსელ მბემბას შეეჯახა, რის გამოც მოედნის დატოვება მოუწია. თამაშის შემდეგ, მას სახის ძვლის მოტეხილობა აღმოაჩნდა.
„მსოფლიო ჩემპიონატზე საკუთარი ქვეყნის ღირსების დაცვა - ბევრი ბავშვის ოცნებაა და ის მეც მქონდა. ამიტომ, ტურნირს არაფრის ფასად არ გამოვტოვებ.
მოუთმენლად ველი ამ დიდებული ქვეყნის მაისურით თამაშს. შეხვედრამდე.“ - წერს ფეხბურთელი ინსტაგრამზე.