ავტორიზაცია

სპალეტი: "ნაკრები? იტალიის ჰიმნი ჩემპიონთა ლიგის 100 ჰიმნს მირჩევნია"

სპალეტი: "ნაკრები? იტალიის ჰიმნი ჩემპიონთა ლიგის 100 ჰიმნს მირჩევნია"
თარიღი 10 სექ 2023, 22:19
ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ნაკრებში მუშაობაზე ისაუბრა.

როგორც იცით, „ნაპოლის“ ექს-მწვრთნელმა გუნდი გასული სეზონის ბოლოს დატოვა და ერთწლიანი შვებულების აღება გადაწყვიტა, თუმცა, შემდეგ ნაკრებში უხმეს და მან უარი ვეღარ თქვა.

„წარსულში ჩემპიონთა ლიგაზე არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი მაქვს ჩატარებული, ასე რომ ვიცი, რამხელა ზეწოლაა. თუმცა, იტალიის ჰიმნი ჩემპიონთა ლიგის 100 ჰიმნზე ძვირფასია.“, - აღნიშნა იტალიელმა.

აქვე გეტყვით, რომ დებიუტი ნაკრებში სპალეტის წარუმატებელი გამოუვიდა - მისმა გუნდმა სტუმრად ჩრდილოეთ მაკედონიას ვერ მოუგო (1:1).