ავტორიზაცია

სპალეტი: "რუსეთში მითხრეს, რომ ხვიჩა ძალიან ძლიერი იყო"

სპალეტი: "რუსეთში მითხრეს, რომ ხვიჩა ძალიან ძლიერი იყო"
თარიღი 24 მარ 2023, 17:48
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ლუჩიანო სპალეტიმ ხვიჩა კვარაცხელიას ამ სეზონში თამაში კიდევ ერთხელ შეაფასა. 

ქართველმა გარემარბმა სერია A-ს მიმდინარე სეზონში 12 გოლი გაიტანა და 10 საგოლე გადაცემა გააკეთა.

„როდესაც ის დავინახე, ეჭვი არ მეპარებოდა მის პოტენციალში. რუსეთში მითხრეს, ხვიჩა ძალიან ძლიერიაო. ეჭვი მეპარებოდა, რომ კვარაცხელიას სერია A-ში სასტარტო თერთმეტეულში თამაში შეეძლო, მაგრამ ფეხბურთელმა დაგვამტკიცა, რომ ფეხბურთის საზღვრები უფრო დახვეწილია. “, - თქვა იტალიელმა სპეციალისტმა.

"ნაპოლი" კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე მუშაობს. ხვიჩას მომსახურებით მადრიდის "რეალი" და მანჩესტერ "სიტი" არიან დაინტერესებული.