ავტორიზაცია

სპალეტიმ იტალიის ეროვნული ნაკრები დატოვა

სპალეტიმ იტალიის ეროვნული ნაკრები დატოვა
თარიღი 08 Jun 2025, 17:35
ლუჩანო სპალეტიმ იტალიის ეროვნული ნაკრები დატოვა! გადაწყვეტილება საბოლოოა და უახლოეს საათებში, იტალიელი სპეციალისტის ნაკრებიდან წასვლის შესახებ ოფიციალური განცხადებაც გაკეთდება.

ბოლო დღეების განმავლობაში ლუჩანო სპალეტის გაშვებაზე ყველა გავლენიანი გამოცემა საუბრობდა. ფაქტია, იტალიელი სპეციალისტის მუშაობამ შედეგი არ გამოიღო და "სკუადრა აძურას" კრიზისი ამ დრომდე გრძელდება.

შეგახსენებთ, ლუჩანო სპალეტი იტალიის ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი 2023 წლიდან მოყოლებული იყო. ამ დროში "სკუადრა აძურამ" 23 მატჩი ჩაატარა, საიდანაც 11 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა, ხოლო 6-ჯერ დამარცხდა.

ამ მომენტისთვის უცნობია თუ ვინ შეცვლის ლუჩანო სპალეტის ეროვნულ ნაკრებში, თუმცა იტალიაში რამდენიმე კანდიდატურას უკვე ასახელებენ. სიაში არიან სტეფანო პიოლი, დანიელე დე როსი, რაფაელე პალადინო და კლაუდიო რანიერი.