"სპარტაკს ნებისმიერ ფასად უნდა ეყიდა კვარაცხელია და არა პრომესი", - მოსკოველთა ყოფილი პრეზიდენტი
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა პრეზიდენტმა, ანდრეი ჩერვიჩენკომ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ საინტერესო განცხადება გააკეთა:
"პრომესი სპარტაკისთვის ცუდი ტრანსფერია და ეს პირველივე მატჩმა დაამტკიცა. მათ ამ ზამთარს უნდა ეყიდათ კვარაცხელია, ნებისმიერ ფასად, რასაც რუბინი მოითხოვდა.
მოსკოველებს ეყოლებოდათ ფეხბურთელი, რომელიც შეაკავშირებდა ყველა ზონას და შეტევას გაამწვავებდა. სწორედ ასე ითამაშა ქართველმა მათ წინააღმდეგ.
"წითელ-თეთრებს" ყოველთვის სჭირდებათ მოთამაშე, რომელიც პასებს დაარიგებს, წაიყვანს თამაშს, თავდამსხმელებს დასარტყამ პოზიციაზე გაიყვანს, როგორც ამას ხვიჩა აკეთებს".
შეგახსენებთ, "წითელ-მწვანეების" შემტევი რუსეთის პრემიერ ლიგის გასული ტურის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.