სპორტინგის 14-წლამდელთა გუნდში კრიშტიანუ რონალდუ და რიკარდო კვარეჟმა ირიცხებიან
ინტერნეტსივრცეში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა - ლისაბონის სპორტინგის 14-წლამდელთა გუნდში კრიშტიანუ რონალდუ და რიკარდო კვარეჟმა ირიცხებიან.
ყველაზე მთავარი ისაა, რომ ეს ამ ფეხბურთელთა ნამდვილი სახელებია.
12 წლის კრიშტიანუ რონალდუს ლეგენდარულ პორტუგალიელთან ნათესაური კავშირი არ აქვს, რიკარდო კვარეჟმა კი ყველასთვის კარგად ცნობილი ფეხბურთელის უფროსი შვილია.
კრიშტიანუ ნახევარმცველია, მაგრამ ამ სეზონში ძირითადად მარჯევნა მცველად თამაშობს, კვარეჟმა კი თავდამსხმელი გახლავთ.
აღსანიშნავია, რომ "ნამდვილი" რონალდუ და კვარეჟმაც თავის დროზე სპორტინგის აკადემიაში იყვნენ.